07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
რუსმა გენერალმა მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა - რას ჰყვება პოპოვი აუდიოჩანაწერში, რომელიც ღამით გავრცელდა

რუსეთის არმიის გენერალმა ივან პოპოვმა 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ცნობები დაადასტურა. გენერალი აცხადებს, რომ მას სიმართლის თქმა სურდა, რომელიც მის უფროს ხელმძღვანელებს არ მოსწონდათ.

როგორც ირკვევა, საქმე არმიაში არსებულ პრობლემებს ეხება. გენერალი პოპოვი ამბობს, რომ მისმა ხელმძღვანელებმა მასში გარკვეული საფრთხე დაინახეს, მისი თქმით „ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება" და „თავიდან მოიშორეს".

გენერალ-მაიორ პოპოვის 4-წუთიანი აუდიომიმართვა ღამით, ტელეგრამით გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა, 58-ე არმიის ყოფილმა სარდალმა ანდრეი გურულიოვმა. პოპოვი 58-ე არმიის სამხედროებს ატყობინებს, რომ სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თადარიგში გადაიყვანეს და მის ნაცვლად, დანიშნეს გენერალ-ლეიტენანტი ლიამინი.

რუსეთის 58-ე არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში. 58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

დღის ამბები