07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
მოსკოვი უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განიხილავს - ლავროვი

მოსკოვი უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ბირთვულ საფრთხედ განიხილავს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს ქმნიან, რომლის შესაძლო შედეგებს მან კატასტროფული უწოდა.

შეგახსენებთ, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადების პირობები.

დღის ამბები