07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
მოლდოვა დსთ-ს დატოვების პროცედურებს იწყებს

მოლდოვა დესეთეს დატოვების პროცედურებს იწყებს. ქვეყანამ სამი შეთანხმების გაუქმებისკენ ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო.

პირველი შეთანხმება, რომლის გაუქმებას მოლდოვა აპირებს, დსთ-ს ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ეხება; მეორე - დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას; ხოლო მესამე – სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკის და სხვა საშუალებების შეღავათიან გადაცემას.

აღნიშნული შეთანხმებები 1990-იან წლებშია გაფორმებული.

დღის ამბები