07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა 2022 წლის გაზაფხულზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა ჩაეშალათ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინ-რუსეთს შორის - რობერტ კენედი უმცროსი

ეს დაუსრულებელი ომი, მსოფლიოს ენით აღუწერელ, ბირთვული არმაგედონის საშინელებაში ჩაძირვას ემუქრება, - ამის შესახებ განცხადება, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა გააკეთა.

კენედი უმცროსმა ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა და თქვა, რომ ამერიკელი ლიდერების მხრიდან გამიზნულად ხდება უკრაინის ომში ჩართვა, პუტინის განადგურების მიზნით.

მან ბიძამისის ჯორჯ კენედის პრეზიდენტობის პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ იმ პერიოდში მიცემული პირობა, რომ ნატო ევროპაში აღარ გაფართოვდებოდა, დარღვეულია, სწორედ ამერიკელი ლიდერების მიერ. რობერტ კენედი აკეთებს მოწოდებას - შეწყდეს ეს რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში და შეეცადონ კონფლიქტის მოგვარებას.

"პრეზიდენტ კენედის უჭერდა მხარს ხალხი, მთელი ამერიკა, აღმოჩნდა, რომ სადაზვერვო აპარატს და სამხედრო სოლიდარობას სურდა ომი, მაგრამ ამერიკელ ხალხს არა.

მე გელაპარაკებით დღეს იმიტომ, რომ როგორც ბიძაჩემის დროს, დღესაც ბირთვული დაძაბულობა უკიდურეს და საშიშ დონეზეა როგორც თავის დროზე, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა არა მარტო განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, არამედ რადიკალურად განსხვავებული გზა, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ავირჩიოთ.

ყოველი იმპერია მთავრდება საზღვარგარეთ მისი სამხედრო ძალების ზედმეტად გაფართოებით და დამფუძნებლებმა ეს იცოდნენ. 

დღეს მსურს გავიხსენო ეს, რადგან ამ სამუდამოდ ომმა, რომელმაც ასე დაასუსტა ჩვენი ერის სიცოცხლისუნარიანობა, ახლა საფრთხეს უქმნის სამყაროს ბირთვული არმაგედონის ენით აუწერელ საშინელებაში და მე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. მეზიზღება რუსეთის სასტიკი და სისხლიანი შეჭრა ამ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენმა მთავრობამ ასევე თავისი წვლილი შეიტანა ამ გარემოებებში რუსეთის განმეორებითი, მიზანმიმართული პროვოკაციებით, რომლებიც მიმდინარეობს 1990-იანი წლებიდან.

დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ ნატო რუსეთის საზღვრებთან მიიყვანა, დაარღვია ჩვენი საზეიმო დაპირება 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ჩვენ დავდეთ პირობა, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ გერმანიიდან 400 000 ჯარისკაცს გაიყვანდა, გერმანიის გაერთიანების საშუალებას მისცემდა ნატოს არმიის ქვეშ. ამის შემდეგ ჩვენ ნატოს არც ერთი სანტიმეტრით აღმოსავლეთით არ უნდა გადაგვეტანა და ჯეიმს ბეიკერმა გასცა ეს გარანტია, ისევე როგორც ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და ბევრმა სხვამ. და მაინც, დღეს ჩვენ რუსეთს შემოვუარეთ. ჩვენ გადავიყვანეთ ის არა ერთი დუიმი აღმოსავლეთით, არამედ 1000 მილი და 14 ერით. ჩვენ რუსეთი რაკეტებითა და სამხედრო ბაზებით შემოვსაზღვრეთ, რასაც ვერასდროს შევეგუებით, თუ ამას რუსები გაგვიკეთებენ.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ანალიტიკური ცენტრების განცხადებები ასახავს უკრაინის ომის მიზნებს: რეჟიმის შეცვლა რუსეთში, ვლადიმერ პუტინის დამხობა. ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, არის ჩვენი მიზანი უკრაინაში.

ჯონ კენედიმ, ბიძაჩემმა, თქვა ბირთვული ომის შესახებ: ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, ყველაფერი, რისთვისაც ვიმუშავეთ, განადგურდება პირველი 24 საათის განმავლობაში. მტრის როლში ვცხოვრობთ, ჩვენ ვიწვევთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, კუბა და ირანი. ვნახოთ, რა მოხდება, როცა პროვოკაციას შევწყვეტთ და მის ნაცვლად ზეთისხილის რტოს შევთავაზებთ. შესაძლოა რუსეთმა არ უპასუხოს, მაგრამ მაინც გავიგებთ, რომ ვცადეთ და ამას მთელი მსოფლიოც გაიგებს.

დღეს ამერიკამ გაწყვიტა პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური კონტაქტი რუსეთთან, ასე რომ, კომუნიკაცია მართლაც გახდა მუქარისა და შეურაცხყოფის გაცვლაზე ცოტა მეტი.
ბაიდენი ვერ შეხვდება პუტინს? ან შეგვიძლია მაინც დავიწყოთ საუბარი? ახლა გვაქვს ისეთი დამახინჯებული და სასოწარკვეთილი ხედვა მეორე მხარის მიმართ, რომ არც კი ვილაპარაკოთ? უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს ყველაფერი რათა ჩაეშალათ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკვე ჰქონდა ხელი მოწერილი და არა მხოლოდ ეს, რუსეთმა უკვე დაწყებული ჰქონდა ჯარების გაყვანა კიევის ტერიტორიიდან.

წინააღმდეგობრივი აზროვნება გვგლეჯს და ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ანგრევს მსოფლიოს", - აცხადებს რობერტ კენედი უმცროსი.

 

დღის ამბები