07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
ძლიერი სიცხეები მექსიკაში - ქვეყანაში ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია

მექსიკაში ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია - ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, მაცხოვრებლებს გარეთ გასვლისაგან თავს შეკავებას და სიცხეებთან საბრძოლველად წყლის მიღებას ურჩევენ.

ადგილობრივი ხელისუფლება და მოხალისეები, სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად უსახლკაროებს წყალსა და რეჰიდრატაციის მარილის პაკეტებს ურიგებდნენ.

მექსიკის ავტონომიური ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1880 წლიდან 2005 წლამდე, მექსიკაში სიცხის ტალღები აპრილსა და მაისის პერიოდში ხვდებოდა. ექსპერტების განცხადებით, ეს მაჩვენებელი წელს, გვალვამ გააუარესა.

დღის ამბები