07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
ჰოლივუდის მსახიობები კინოსა და ტელევიზიის სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ

ჰოლივუდის მსახიობები კინოსა და ტელევიზიის სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ.

კინომსახიობთა გაერთიანება ამერიკის მწერალთა გილდიას, ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით შეუერთდა. ისინი ასევე ითხოვენ გარანტიებს, რომ მათ სამუშაოებს ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს.

მსახიობები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მათი ხმებისა და სახეების ჩანაცვლება შესაძლებელი გახდება.

როგორც უცხოური მედია წერს, გაფიცვები ინდუსტრიას სავარაუდოდ დიდ დარტყმას მიაყენებს, რაც შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი წარმოების შეჩერებას გამოიწვევს.

დღის ამბები