07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი აშშ-ს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს

ტრამპის მორიგი კრიტიკა ბაიდენს - "ბაიდენმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ამერიკული სიმდიდრისა და შეიარაღების გაგზავნას უკრაინის დაუსრულებელი ომის გასაღვივებლად, ვიდრე საჭირო იქნება. როდესაც ისევ ამირჩევენ, 24 საათი დამჭირდება. ეს ომი უნდა დასრულდეს"-ამის შესახებ დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, აღმოსავლეთ ევროპაში სარეზერვო ძალების გაგზავნის შესახებ და აცხადებს, რომ ბაიდენი ამერიკას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სარეზერვო ძალები იძულებული არიან, მხარი დაუჭირონ ბაიდენის დამღუპველ პოლიტიკას ევროპაში, როდესაც შტატების საზღვრები დაუცველია.

დღის ამბები