07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის ცვლილების შესახებ - ენტონი ბლინკენი

ჯაკარტაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიციის ცვლილების შესახებ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ენტონი ბლინკენი რუსეთის პოზიციას არაპროდუქტიულად და არაკონსტრუქციულად აფასებს. ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველა პრობლემას ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწერს.

"ვფიქრობ იმის საფუძველზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ლავროვისგან მოვისმინეთ, სამართლიანია იმის თქმა, რომ მისი ჩართულობა არაკონსტრუქციული და არაპროდუქტიული იყო ნებისმიერ საკითხზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტსა და დღის წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას და ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწერს მსოფლიოს ყველა პრობლემას. სერგეი ლავროვისგან არ გამიგია რაიმე მინიშნება უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის ცვლილების შესახებ. პუტინმა უკვე წააგო იმ თვალსაზრისით, რის მიღწევასაც ცდილობდა უკრაინაში,"-განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები