07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. გამოცემა "თაიმსი" მიზეზად ასახელებს, რომ რიში სუნაკმა ვერ დაარწმუნა ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი გამხდარიყო.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბენ უოლესი პოლიტიკიდან წასვლის საკითხსაც განიხილავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შემოდგომაზე გუნდის ცვლილებისთვის ემზადება.

დღის ამბები