07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
7 დაღუპული და 3 დაკარგული - სამხრეთ კორეაში მეწყერის გამო 7000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სამხრეთ კორეაში მეწყრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 3 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სამ დღიანმა კოკისპირულმა წვიმამ ჩუნგჩეონგის პროვინციაში კაშხლის ადიდება გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, 7000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. სტიქიის გამო, შეჩერებულია საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა. სამაშველო საქმიანობაში, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის სამხედროებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები