07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება - ზელენსკის განცხადებით, ომის დამთავრების სიჩქარე უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე დამოკიდებული

უკრაინაში, ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. აფეთქების შედეგად ჩამსხვრეულია საცხოვრებელი კორპუსის მინები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზე. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი. ქალაქის ერთ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 130-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქშიც.

უკრაინას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი პირველად ესტუმრა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების სიჩქარე უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. 

„ჩვენს ქვეყანას კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი სტუმრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ჩვენი საერთაშორისო მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი უკრაინაში ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განმავლობაში. ახლა, როდესაც ომის დამთავრების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი. ჩვენ შევინარჩუნებთ საერთაშორისო მუშაობის უმაღლეს ტემპს ყველა დონეზე, რათა აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენი მიწისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც ომს მოაქვს, არის განცალკევება... ჩვენ ვერცერთ ჩვენს მოქალაქეს, ვერცერთ ქალაქსა და სოფელს ვერ დავტოვებთ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. სადაც რუსული ოკუპაცია გრძელდება, იქ ძალადობა და ხალხის დამცირებაა. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის - ყველა ლიდერის, ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ყველა ქვეყნის, ვინც ნამდვილად გვიჭერს მხარს იმაში, რომ მხოლოდ მთელი ჩვენი უკრაინის ტერიტორიის სრული განთავისუფლება გახდის შესაძლებელს, აღდგეს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები