07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა თავის სუვერენიტეტს არასოდეს დათმობს... ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინის სუვერენიტეტითა და ძლიერებით იწყება - ზელენსკი

"ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინის სუვერენიტეტითა და ძლიერებით იწყება" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავის სუვერენიტეტს არასოდეს დათმობს.

"ჩვენი ქვეყანა თავის სუვერენიტეტს არასოდეს დათმობს. ეს მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა. როგორიც არ უნდა იყოს რუსული ტერორი, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის თავისუფლება მაინც შენარჩუნდება. უკრაინა ყოველწლიურად გაძლიერდება და სხვა თავისუფალ ერებს თავიანთი სუვერენიტეტის დაცვასა და საერთო უსაფრთხოების აშენებაში დაეხმარება.

უკრაინის თავისუფლებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ძლიერებას პატივს ვცემთ, პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს ყოველთვის. სხვადასხვა ხალხი, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან უკრაინისათვის, ჩვენი თავისუფლება მათი დამსახურებაა. ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინის სუვერენიტეტითა და ძლიერებით იწყება," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები