07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ხანძარი ესპანეთში - განადგურებულია 13 სახლი, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია

ესპანეთში ხანძარია - კუნძულ ლას-პალმასზე გაჩენილი ცეცხლის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. უკონტროლო ხანძრის ჩაქრობას 10 საჰაერო ქვედანაყოფი და 300 მეხანძრე ცდილობს. ტერიტორია კანარის კუნძულების შემადგენელი ნაწილია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურდა 13 სახლი, ცეცხლი კი 4 600-ზე მეტ ჰექტარზე გავრცელდა.

დღის ამბები