07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
"ევროპელები ღარიბდებიან" - ვრცელ სტატიას გამოცემა The Wall Street Journal-ი აქვეყნებს

"ევროპელები ღარიბდებიან" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ვოლ სთრით ჯორნალი" აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამი, რომ ევროპელები ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ.

ცხოვრება კონტინენტზე, სწრაფად კარგავს ბრწყინვალებას, რადგან ევროპელები ხედავენ, რომ მათი მსყიდველობითი შესაძლებლობები სუსტდება.

გამოცემა წერს, რომ ევროპა წლის დასაწყისში რეცესიის პროცესში შევიდა. კონტინენტს 1970-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს ენერგო რესურსებზე მაღალი გადასახადი და ყოვლისმომცველი ინფლაცია.

როგორც "ვოლ სთრით ჯორნალი" წერს, ინფლაციისა და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2019 წლიდან გერმანიაში ხელფასები დაახლოებით 3%-ით შემცირდა, იტალიასა და ესპანეთში - 3.5%-ით და საბერძნეთში 6%-ით. შეერთებულ შტატებში კი ხელფასები, იმავე პერიოდში, დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა.

დღის ამბები