07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
აშშ, როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა - Human Rights Watch-ის 2023 წლის ანგარიში

"ადამიანის უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებში" - Human Rights Watch-მა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აშშ დასახელებულია, როგორც სისტემური რასიზმის ქვეყანა, სადაც ეს საკითხი გამჯდარია ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტსა და სტრუქტურაში.

დოკუმენტში გაკრიტიკებულია აშშ-ის პოლიცია. აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პოლიციამ 400 ადამიანი მოკლა და საპოლიციო დაწესებულებების უმრავლესობა არ ამჟღავნებს ინფორმაციას მათ მიერ ძალის გამოყენებაზე. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პოლიცია 3-ჯერ მეტ შავკანიანს კლავს, ვიდრე თეთრკანიანს.

ანგარიშში გაკრიტიკებულია მართლმსაჯულების სისტემაც. აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებში ათეულობით პატიმარი იხდის სასჯელს ბრალის წაყენების და მსჯავრის დადების გარეშე.

დღის ამბები