07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
ომი უკრაინაში - გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით

უკრაინაში ომი გრძელდება - გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

ღამით რამოდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რადგან არსებობდა დრონებითა და ბალისტიკური იარაღით თავდასხმის საფრთხე.

აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოკუპანტები მიკოლაევს თავს დაესხნენ "შაჰედის" ტიპის დრონებით. შედეგად ქალაქში გაჩნდა ხანძარი.

აფეთქებები დაფიქსირდა ხერსონის ოლქშიც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ახლა ოკუპანტების ხაფანგი ბახმუტია, რადგან ისინი ვერც გადაადგილდებიან და ვერც ტოვებენ ქალაქს . მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა ფლანგებზე თითქმის ყველა საკვანძო სიმაღლე დაიკავეს.

პენტაგონის ინფორმაციით, ახალი მეთოთხმეტე "რამშტეინის" ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართება, ფოკუსირებული იქნება უკრაინის კონტრშეტევაზე და უკრაინის ძალებისთვის ყველა იმ საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე, რაც ტერიტორიების გათავისუფლებისთვის სჭირდებათ.

დღის ამბები