07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
უკრაინას, გაეროსა და თურქეთს ერთობლივად შეუძლიათ უზრუნველყონ კვების დერეფნის ფუნქციონირება - ზელენსკი

"უკრაინას, გაეროსა და თურქეთს ერთობლივად შეუძლიათ უზრუნველყონ კვების დერეფნის ფუნქციონირება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული საკვები 400 მილიონი ადამიანისთვის ძირითადი უსაფრთხოებაა.

"უკრაინის პოზიცია ყოველთვის მაქსიმალურად მკაფიო იყო და იქნება. არავის აქვს უფლება გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება.

თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, სხვადასხვა ქვეყანაში იქნება თუ არა სუფრაზე საკვები, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია.

ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვუზრუნველვყოთ უსაფრთხოება, დაცვა რუსული სიგიჟისგან. უკრაინული საკვები არის ძირითადი უსაფრთხოება 400 მილიონი ადამიანისთვის.

ოფიციალური წერილები თურქეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს გავუგზავნე - წინადადებით, გაგრძელდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში – როგორც ეს უკეთესი იქნება. ეს აუცილებელია ყველასთვის მთელ მსოფლიოში, და ყველა, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გახდება სიცოცხლის მხსნელი უზარმაზარ ტერიტორიაზე მაროკოდან ჩინეთამდე, ინდონეზიიდან ლიბანამდე," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები