07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე - პუტინი

რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის მიერ ორგანიზებულ თავდასხმას ყირიმის ხიდზე – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

პუტინის თქმით, ეს არის მორიგი ტერაქტი, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის და ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

"რაც მოხდა, არის კიევის რეჟიმის მიერ კიდევ ერთი ტერორისტული აქტი.

ეს არის უაზრო დანაშაული სამხედრო თვალსაზრისით, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი, დიდი ხანია, სამხედრო გადაზიდვებისთვის აღარ გამოიყენება და ეს სასტიკი დანაშაულია, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ხიდზე უკვე მეორე ტერაქტი განხორციელდა, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად," - განაცხადა პუტინმა.

დღის ამბები