07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად კვეჟოვიჩი დააკავეს

თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად კვეჟოვიჩი დააკავეს. სპეცოპერაცია სტამბოლის პოლიციამ ჩაატარა. თურქული მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე გურამ ჩიხლაძე არის ქართულ-აზერბაიჯანული მაფიის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს არაერთი მკვლელობა და ორგანიზებული დანაშაული უკავშირდება.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, ჩიხლაძე ქუჩებში ბრონირებული ავტომობილებით გადაადგილდებოდა. ქართველი კრიმინალური "ავტორიტეტი" ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მასზე რუსეთში დაპატიმრების ორდერია გაცემული. 

 

დღის ამბები