07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
უკონტროლო ხანძრის გამო საბერძნეთის რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს

საბერძნეთში, ათენის მახლობლად მდებარე სანაპირო ქალაქებში უკონტროლოდ გავრცელებული ცეცხლის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

ხანძარი თავდაპირველად სოფელ კუვარასში დაიწყო, რომელიც დედაქალაქ ათენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 27 კილომეტრში მდებარეობს. ქარის ფონზე ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 200-ზე მეტი მეხანძრე, 68 სახანძრო მანქანა, 10 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერის განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელიც ცეცხლის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

დღის ამბები