07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
იტალიაში Muse-ის კონცერტზე მისულ მაყურებელი რიგში დგომისას წყლით გააგრილეს - ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს აღემატება

მაღალი ტემპერატურა იტალიაში - ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ეს ქვეყნის 27 მთავარი ქალაქიდან 23-ს ეხება. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 47 გრადუსს აღემატება. თითქმის 42 გრადუსია ცელსიუსით რომში.

ძლიერი სიცხის გამო რომის ოლიმპიურ სტადიონზე დაგეგმილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Muse-ის კონცერტი დაგეგმილზე თითქმის 1 საათით გვიან დაიწყო, რათა ხალხს ყველაზე ცხელი პერიოდისთვის თავის არიდება შესძლებოდა. რიგში მდგომი გულშემატკივრები ღონისძიების ორგანიზატორებმა წყლით გააგრილეს.

დღის ამბები