07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით - დონალდ ტრამპი
"მესამე მსოფლიო ომისკენ მივემართებით, აუცილებელია, შევცვალოთ არაკომპეტენტური და კორუმპირებული პრეზიდენტი", – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
 
შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის დაასრულებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოწვეულ ინფლაციას, გააძლიერებს კონტროლს საზღვრებზე და მესამე მსოფლიო ომის პრევენციას მოახდენს.
 
“აუცილებელია ცვლილებები და ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენი პრეზიდენტი დღეს არის არაკომპეტენტური და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დღის ამბები