07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
დასავლეთი რუსეთს საკვების ომის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს

დასავლეთი რუსეთს საკვების ომის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წყლებში გემების მიმართ მუქარა ისმის და ეს ეხება უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ ხომალდებსაც.

"საფრთხე გაორმაგებულია," - ამბობს მეთიუ მილერი.

და ბოლო მონაცემებით, რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ერთი ტონა ხორბლის ფასი ევროპის საფონდო ბირჟაზე ოთხშაბათს, წინა დღესთან შედარებით, 8.2%-ით, სიმინდზე კი 5.4%-ით გაიზარდა.

დღის ამბები