07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს - ღამით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია, ღამით საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა, გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეერთებული შტატების ინფორმაციით, უკრაინამ ბრძოლის ველზე კონტრშეტევისას აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის ეფექტურად გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

დღის ამბები