07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.

"არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმ სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის საკვები პროდუქტებისთვის მიემართება", - აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავად განიხილავენ.

დღის ამბები