07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ამერიკაში "ფაუერ ბოლის" ჯეკპოტი გათამაშდა - ვინ მოიგო ერთი მილიარდი დოლარი ჯერ უცნობია 

ამერიკაში "ფაუერ ბოლის" ჯეკპოტი გათამაშდა. ვინ მოიგო ერთი მილიარდი დოლარი ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული მოგების შესახებ ჯერ თავადაც არ იცოდეს. ცნობილია, რომ ბილეთი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში გაიყიდა. მიუხედავად კოლოსალური მოგებისა, გამარჯვებული თანხას სრულად ვერ მიიღებს. ლატარიის წესების მიხედვით, გამარჯვებულმა მისი მოგების 1%, ანუ 1 მილიონი დოლარი ბილეთის გამყიდველს უნდა გადასცეს და სხვა მოგების გადასახადების გამოკლებით, მას ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 558 მილიონ 100 000 დოლარის აღება შეუძლია.

"ფაუერ ბოლის" ვებსაიტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაყიდულმა სხვა 36-მა ბილეთმა მილიონი დოლარი, ხოლო დამატებით 3-მა 2$ მილიონი მოიგო.

ახლა, როდესაც გამარჯვებული ახალი გამოვლენილია, ჯეკპოტის ახალი ღირებულება 20 მილიონ დოლარამდე იქნება.

დღის ამბები