07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
სამწუხაროდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ მთელი ცის დასაცავად საკმარისი არ არის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გრძელდება პარტნიორებთან ერთად მუშაობა დამატებით სისტემებისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები გაძლიერდეს. 

"რუსმა ტერორისტებმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და 90 "შაჰედი" გამოიყენეს. ძირითადად - ოდესის, მიკოლაევისა და ჩვენი სხვა სამხრეთის ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენმა მეომრებმა მტრის ზოგიერთი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება მოახერხეს, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ არ არის საკმარისი მთელი ცის დასაცავად...

პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მივიღოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას ყველა ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ.

ასობით ახალი სანქციების მიზანი წარმატებით განხორციელდა. რუსეთმა და ყველამ მსოფლიოში, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების მუდმივად მზარდი ზეწოლა - იქნება ეს ფიზიკური პირები, კომპანიები თუ ქვეყნები," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები