07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
უკრაინაში, სადაც ომის 514_ე დღეა, ამ წუთებში განგაშის სიგნალი ქვეყნის სამ ოლქში ისმის

უკრაინაში, სადაც ომის 514_ე დღეა, ამ წუთებში განგაშის სიგნალი ქვეყნის სამ ოლქში ისმის. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკში, სადაც ოკუპანტების თავდასხმებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაიბომბა სუმის ოლქის 7დასახლებაც, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სამიზნე ისევ გახდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები ოდესაში, კრემლი მსოფლიოს ჰუმანიტარული კრიზისით აშანტაჟებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტებმა ოდესას დაარტყეს. 

"რუსულმა რაკეტებმა და თვითმფრინავებმა კვლავ დაარტყეს ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაზარალდა. მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია ასეთი დარტყმების მიყენება.

იქნება პასუხი. რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ შეუძლია შავი ზღვის გადაქცევა თვითნებური ქმედებებისა და ტერორიზმის ზონად, წარმატებას ვერ მიაღწევს.

ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და ვხედავთ მსოფლიოში მზადყოფნას, გავაგრძელოთ ერთობლივი, უფრო აქტიური მუშაობა ამ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები