07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
"ეს ომი ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის საფუძველს, ამიტომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის რეფორმებს იწონებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ომში მყოფი ქვეყნის მიერ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. მან ასევე დადებითად შეაფასა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რეფორმებიც.  

"უკრაინელებმა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მკაფიო არჩევანი გააკეთეს. მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ეს ნიშნავს ღრმა და სტრუქტურულ რეფორმებს, დაწყებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობიდან ანტიკორუფციულ რეფორმებამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე. გასაოცარია იმის დანახვა, ომის იუხედავად, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს. ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას. პუტინმა დააბრუნა ომი ევროკავშირში და ევროპის კონტინენტზე. ის ენით აუწერელ დანაშაულს სჩადის, მიწასთან ასწორებს ქალაქებს, ბავშვებს აშორებს ოჯახებს, ცივსისხლიანად ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს ომი ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის საფუძველს. ამიტომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინა არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, უკრაინა იბრძვის ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის, რადგან ეს არის გაეროს წესდების პრინციპი". - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

 

დღის ამბები