07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
სომხეთს არ აქვს ნათელი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რამაც შეიძლება მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნას - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთი მეტოქეობის ზონა თანდათან ხდება, რამაც შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს არ აქვს ნათელი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რამაც შეიძლება მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნას. 

"სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. არა მხოლოდ რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია - ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ, ახლა კი აღარ. ამან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ," - აცხადებს ილჰამ ალიევი. 

დღის ამბები