07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
ბრიტანეთში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმერ ზელენსკის სახელი მიენიჭა

ბრიტანეთში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმერ ზელენსკის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. ქალაქ ჰარლოუში გამზირს, „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ" ოფიციალურად ეწოდა.

აბრის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა შორის ჰარლოუს დეპუტატი იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, ჰარლოუ ზელენსკის სახელობის ქუჩისთვის შესაფერისი ადგილია, რადგან ეს ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ლონდონელი ოჯახებისთვის აშენდა.

გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიალს, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღის ამბები