07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
საბერძნეთში ძლიერ ხანძარს ებრძვიან - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

საბერძნეთში უკვე მეშვიდე დღეა ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. კუნძულ როდოსზე რთული ვითარების გამო სლოვაკეთმა ადგილზე მეხანძრეები გაგზავნა. ისინი ადგილობრივ სამაშველო გუნდებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებიან. კუნძულის ნაწილებიდან კი, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილას 3500 ადამიანია გადაყვანილი.

ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება, ამის გამო კი მოსახლეობას ურჩევენ დღის განმავლობაში გარეთ არ გავიდნენ.

დღის ამბები