07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
წყალდიდობა კანადაში - სტიქიის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

წყალდიდობა კანადაში - სტიქია რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. სამართალდამცავების ცნობით, 4 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ახალი შოტლანდიის პროვინცია. ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში რეგიონში მოსული ყველაზე უხვი ნალექია.

დღის ამბები