07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ჩინეთში სკოლის სახურავის ჩამონგრევის გამო 11 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის ბავშვებიც არიან

სკოლის შენობის სახურავი ჩამოინგრა ჩინეთში - დაღუპულია 11 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე სპორტულ დარბაზში იმყოფებოდნენ. უბედური შემთხვევა ქალაქ ქიქიჰარში მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 4-მა ადამიანმა შენობიდან თავის დაღწევა მოახერხა, 4-ის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი უკვე პირები დააკავეს.

დღის ამბები