07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
"ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე" - ანტონიო გუტიერეში ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას გმობს 

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოდესაზე გაეროს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ანტონიო გუტიერეში მკაცრად გმობს მომხდარს, რომლის დროსაც ოდესის ისტორიულ ცენტრში ფერისცვალების ტაძარი და ისტორიული შენობები დაზიანდა.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ "ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ."

გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ მემკვიდრეობაზე, მშვიდობიანი მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. 

დღის ამბები