გაერო-ს გენერალური მდივანი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს.
გუტიერეშის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა იწვევს ფასების ზრდას, რაც ყველაზე მეტად მოსახლეობის მოწყვლად ფენებს აზარალებს.
მისი განმარტებით, ეს განსაკუთრებით დამღუპველია იმ დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ხალხის გამოსაკვებად.