07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
აშშ-ს ჩინეთის მიმართ პოლიტიკაში "კისინჯერის სტილის დიპლომატიური სიბრძნე" სჭირდება - ჩინელი დიპლომატი

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის მიმართ პოლიტიკაში "კისინჯერის სტილის დიპლომატიური სიბრძნე" სჭირდება - აცხადებს ჩინელი დიპლომატი. ვან იიმ, რომელიც ჰენრი კისინჯერს "ძველ მეგობარს" უწოდებს, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში "შეუცვლელი როლის" გამო შეაქო.

როგორც გამოცემა "ეურაქტივი" წერს, კისინჯერი 19 ივლისს პეკინში იმყოფებოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა იცოდა ჰენრი კისინჯერის ჩინეთში ვიზიტზე, ის შტატების მთავრობის სახელით არ მოქმედებდა.

ვანის განცხადებით, თუ ამერიკას ტაივანის სრუტეზე სტაბილურობა სურს, მან თავი შორს უნდა დაიჭიროს "ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული აქტივობებისგან" .

კისინჯერი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. მან მნიშვნელოვანი დიპლომატიური როლი ითამაშა 1970-იან წლებში ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

დღის ამბები