07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
იტალიაში უამინდობამ პრობლემები შექმნა - ქვეყნის ერთი ნაწილი რეკორდულ სიცხეს უმკლავდება, მეორე მხარეს კი ძლიერი ქარი და წვიმაა

იტალიაში ამინდმა სერიოზული პრობლემები შექმნა - თუ ქვეყნის ერთი ნაწილი რეკორდულ სიცხეს უმკლავდება, მეორე მხარეს ძლიერი ქარი და წვიმაა. ნალექმა იტალიის ჩრდილოეთით მონცას პროვინცია დააზიანა.

ამინდის გაუარესების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ქარიშხლისგან წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.

აღსანიშნავია, რომ იტალია ბოლო დღეებში სხვადასხვა ექსტრემალურ ამინდს ებრძვის, ხანძრებმა და ტემპერატურის მატებამ სამხრეთ კალაბრიის რეგიონი და კუნძული სიცილია დააზარალა.

დღის ამბები