07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
კანადის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ჰალი-ფაქსის რეგიონში, ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაკარგულია ორი პირი.

დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჰალი-ფაქსის პორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა. დანგრეულია რამდენიმე ხიდი. სამაშველო ბრიგადები დაკარგული ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

დღის ამბები