07 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ხანძრები საბერძნეთში - უახლოეს დღეებში ქვეყანაში 44 გრადუს სიცხეს ვარაუდობენ

ხანძრებმა განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა საბერძნეთი, ბოლო დღეებში ხელისუფლებამ კუნძულ როდოსის სამხრეთით მდებარე სახლებიდან და კურორტებიდან 20 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ხალხის ევაკუაცია კუნძულ კორფუს ჩრდილოეთით მდებარე მთის სოფლებიდანაც განხორციელდა, რადგან ახლომდებარე ტყეში ხანძარი მძვინვარებდა.

კორფუ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, რომელიც შედარებით ნაკლებად დაზარალდა ხანძრისგან ვიდრე როდოსი. ორივე კუნძული პოპულარული დასასვენებელი ადგილია და ეკონომიკურად ტურიზმზეა დამოკიდებული.

საბერძნეთში ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, სავარაუდოა, რომ ოთხშაბათამდე სიცხე მოიმატებს და ზოგიერთ რაიონში 44 გრადუსს გადააჭარბებს.

დღის ამბები