07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
იტალიაში ხანძრებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

4 ადამიანი დაიღუპა იტალიაში ხანძრების შედეგად, აქედან 3 სიცილიაში და კიდევ ერთი რეჯო კალაბრიაში დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო იტყობინება. მათი თქმით, 2000-მდე ადამიანი იძულებული გახდა ხანძრის გამო საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გადაადგილებულიყო.

ხანძარი გრძელდება პალერმოშიც, იტალიის ქალაქი ხანძრის ნისლმა მოიცვა, რამაც ქალაქის აეროპორტის დროებით დახურვა გამოიწვია.

აღმოსავლეთ სიცილიის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 46,7 გრადუსამდე გაიზარდა, რაც ევროპის რეკორდულ მაჩვენებელთან 48,8 ცელსიუს გრადუსთან ახლოსაა, რომელიც კუნძულზე 2 წლის წინ დაფიქსირდა.

 

დღის ამბები