07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ძალადობა ეკვადორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში - დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

31-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ეკვადორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში, ძალადობის შედეგად, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მთავრობამ ციხეებისთვის 60 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

22 ივლისს ბანდებს შორის ციხეში შეტაკებები დაიწყო.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქალაქ ესმერალდასში 15 ციხის მცველი და კიდევ 2 სხვა თანამშრომელი პატიმრებმა მძევლად აიყვანეს.

60 დღიანი ღონისძიების ამოქმედების შემდეგ პოლიციამ 3 ციხის კორპუსის სიტუაციაზე კონტროლი დაიბრუნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 6 ციხიდან 120 ოფიცერი გაათავისუფლეს.

დღის ამბები