07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. დახმარების პაკეტი იარაღისა და აღჭურვილობის უშუალოდ ამერიკული არმიის საწყობებიდან გადაცემას გულისხმობს.

ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე 43-ე ასეთი ტრანშია. პაკეტი მოიცავს საავიაციო რაკეტებს, დრონებს, ტაქტიკურ აეროსანავიგაციო სისტემებს და 28 მილიონ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის; ასევე, დამატებით საბრძოლო მასალას პეტრიოტის და ნასამსის სისტემებისთვის, ასევე ჰაიმარსის კომპლექსებისთვის.

დღის ამბები