07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
დრონებით თავდასხმის საფრთხე და საჰაერო განგაში უკრაინის თითქმის ყველა ოლქში - ოკუპანტებმა სუმის ოლქი 14-ჯერ დაბომბეს

დრონებით თავდასხმის საფრთხე იყო ღამით უკრაინის თითქმის ყველა ოლქში. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხმელენცკიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე აეროდრომზე.

14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა ასამდე აფეთქება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სამხრეთში, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს წარმატებით აგრძელებენ.

ნატო შავი ზღვის რეგიონში საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით დაზვერვას გააძლიერებს - ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასკვნით განცხადებაში.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა იტალიის სენატმა.

დღის ამბები