07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
სამხედრო გადატრიალება ნიგერში - დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯარისკაცების განცხადებით,  გადაყენებულია პრეზიდენტი, გაუქმებულია კონსტიტუცია, შეჩერებულია ყველა ინსტიტუტის მუშაობა

სამხედრო გადატრიალება ნიგერში - დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ჯარისკაცებმა შესაბამისი განცხადება ეროვნული ტელევიზიით გააკეთეს. მათი მტკიცებით, პოსტიდან გადაყენებულია ნიგერის პრეზიდენტი, გაუქმებულია კონსტიტუცია, შეჩერებულია ყველა ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ქვეყნის პრეზიდენტს გაერო-ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მოჰამედ ბაზუმს მხარდაჭერას დაჰპირდა ამერიკის შეერთებული შტატებიც.

ნიგერში 1960 წლიდან, საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოთხი გადატრიალება მოხდა.

დღის ამბები