07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
საბერძნეთში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან - ქვეყანაში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს

საბერძნეთში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ცეცხლმა ფერმები და ქარხნები გაანადგურა. ქვეყანაში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს. ქალაქ ვოლოსისა და ლამიის მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდეს.

ხანძარი უკვე კვირაზე მეტია მძვინვარებს როდოსის, კორფუსა და ევიის კუნძულებზე. სტიქიას ქვეყანაში 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები