07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ნიდერლანდებში გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ნიდერლანდებში გემზე გაჩენილი ხანძრის გამო 1 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი იმ ხომალდს მოედო, რომლის ბორტზეც, დაახლოებით, 3000 ავტომობილი იყო.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დიდი ოდენობით წყლის ჭავლის გამოყენებამ, შესაძლოა, გემის ჩაძირვა გამოიწვიოს, ამის გამო, ცეცხლი ამ ეტაპზე მხოლოდ ლოკალიზებულია.

ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა ხანძრიდან თავის დაღწევა წყალში გადახტომით შეძლო. არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლის გაჩენა ერთ-ერთ ელექტროავტომობილს გამოეწვია. მიმდინარეობს ძიება.

დღის ამბები