07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
"შემოწირულობა" მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს - ანტონიუ გუტერეში

გაერო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება.

გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ ხორბლის ფასი 10%-ით გაიზარდა. ანტონიუ გუტერეშის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის "შემოწირულება" მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წევრებმა რუსეთის შავი ზღვის ინიციატივიდან გასვლა და უკრაინის საპორტო ქალაქებზე თავდასხმის შედეგები განიხილეს.

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეს აგრესიული ქმედებები ძლიერ პასუხს იმსახურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი კიდევ უფრო შეარყევს თავდასხმებით უსაფრთხოების ვითარებას შავ ზღვაში.

"მილიონობით ტონა მარცვლეულის ბაზრიდან გატანისას, ცხადია, რომ ეკონომიკური ზარალის საფუძველზე, ეს გამოიწვევს უფრო მაღალ ფასებს, ვიდრე ის, რაც იქნება უკრაინული მარცვლეულის ნორმალური წვდომით საერთაშორისო ბაზარზე. ფასების ამ ზრდის გადახდა მოუწევს ყველას ყველგან და კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს და საშუალო შემოსავლის მქონე და თუნდაც განვითარებული ქვეყნების სოციალურად დაუცველ ხალხს.
ასე რომ, ჩვენ ამ დრამატულ ვითარებას, რომელიც ყველაზე და ყველგან ახდენს გავლენას ზოგიერთი ქვეყნის მცირე შემოწირულებით ვერ გამოვასწორებთ. ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. უნდა გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ როგორც უკრაინული, ისე რუსული საკვები და სასუქები გლობალურ ბაზრებზე გარანტირებული იყოს," - აღნიშნა ანტონიო გუტიერეშმა.

დღის ამბები