07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
"მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს" - ვოლოდიმირ ზელენსკი 

"მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს, ვისზეც უკრაინელების სიცოცხლეა დამოკიდებული" - განაცხადა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებს პროფესიული დღე მიულოცა და ზოგიერთი მათგანი დააჯილდოვა. ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარსაც ეწვია.  

"პატივი მქონდა ფრონტის ხაზზე უკრაინელ ექიმებსა და ექთნებისთვის პროფესიული დღე მიმელოცა. საუკეთესოები დავაჯილდოვე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში რჩება, ვინც ფრონტის ხაზზე მუშაობს, ვისზეც უკრაინელების სიცოცხლე ნამდვილად დამოკიდებულია. შტაბის სხდომაზე როგორც ყოველთვის ჩვენი ცისა და ქალაქების ძირითადი თავდაცვის საკითხები განვიხილეთ. მოვისმინე მოხსენება ოდესასა და რეგიონზე რუსეთის შეტევების შედეგების შესახებ. სპასო-პრეობრაჟენსკის საკათედრო ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, ვგრძნობ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი მორალი კიდევ უფრო ძლიერია. უფრო ძლიერი, ვიდრე რუსული ტერორი. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

დღის ამბები