07 ოქტომბერი 2024,   06:12
ვრცლად
უკრაინაში, ომის 521-ე დღეს, ოკუპანტების სამიზნე ქალაქი დნიპრო და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შენობა გახდა

უკრაინაში, ომის 521-ე დღეს, ოკუპანტების სამიზნე ქალაქი დნიპრო და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შენობა გახდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილებიც, ფიზიკური დაზიანება მიიღო 9 ადამიანმა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. დაიბომბა სუმის ოლქის 6 დასახლებაც. უკრაინული ძალები კი კონტრშეტევას ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგზე განაგრძობენ.

"დნიპროში ორი აფეთქება მოხდა. ერთი რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს მოხვდა და ნაწილობრივ გაანადგურა. კარგი ის არის, რომ შენობა ჯერ არ არის სრულად დაკავებული და ამის გამო არც ისე ბევრი ხალხი იყო შიგნით. მეორე რაკეტამ ნაწილობრივ გაანადგურა მიმდებარე შენობა, უკრაინის უშიშროების სამსახურის (რეგიონული) შტაბი. რაც შეეხება მსხვერპლს, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა," - აცხადებს დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რათა მისმა მოსახლეობამ ღირსეულად იცხოვროს.

"სახელმწიფოს შეუძლია და უნდა გამოიყენოს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომ მისმა მოსახლეობამ იცხოვროს ღირსეულად, ცივილიზებულად და უსაფრთხოდ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარისკაცები და ყველამ დაინახოს ის შედეგი, რასაც ამ გაძლიერებით მივაღწევთ,"- აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები